მეწყერი ტაბიძის ქუჩაზე

პროექტის დეტალები

თბილისსა და მის შემოგარენში ფერდობები ზოგადად მიდრეკილია სხვადასხვა მასშტაბის მეწყრული პროცესებისკენ, რაც ძირითადად არასახარბიელო გეოლოგიური პირობებით არის განპირობებული. განსაკუთრებით ძლიერი ნალექების დროს, კლდოვანი მასივები მოძრაობაში მოდის და სრიალებს ფერდობის ქვემოთ არასასურველი დაქანების ზედაპირებზე. ასეთ პირობებში გზის ჭრები, შენობების საძირკვლისთვის ქვაბულის მომზადება ან სხვა ტიპის მიწის სამუშაოები ბუნებრივი ფერდობის დაქანების შეჭრით ქმნის სისუსტის ზონებს. სწორედ ასეთ ფერდის არამდგრადობასთან გვქონდა საქმე როდესაც, დაახლოებით 2,500 მ² მოცულობით მასის დაძვრა, მოხდა 2023 წლის თებერვალში, ტიციან ტაბიძის ჩიხის #24 ნომერში. ინჟინერ-გეოლოგიური და გეოსაშიშროებების მდგომარეობა შეფასდა CSE-ს სპეციალისტების მიერ 2023 წლის მარტიდან და დასრულდა აპრილში. ანგარიშში შეჯამებულია გეოტექნიკოსების კვლევის შედეგები და მოცემულია მეწყრის შემამსუბუქებელი ღონისძიებების წინასწარი საკონცეპტო დიზაინი, სტატიკური გათვლებით და გაანგარიშებებით. ჩვენი გუნდის მიერ მოხდა შემდეგი სამუშაოების ჩატარება: ● ინჟინერ-გეოლოგიური რუკის შედგენა და სტრუქტურული ქანების დოკუმენტირება ● დრონით აერო გადაღება და ციფრული რელიეფის მოდელის შექმნა ● გეოსაშიშროებებისა და ჰიდროლოგიური რუკის დამუშავება ● სადაზვერვო ბურღვითი კვლევები ● შემამსუბუქებელი ღონისძიებების კონცეფცია და დიზაინის მომზადება რომელიც ითვალისწინებდა ანკერებსა და მეწყერსააწინაღმდეგო ბადეს

დამკვეთიკავაკსუს როუდ პროჯექტი
მდებარეობათბილისი
აღწერაგეოლოგიური საფრთხეების შეფასება და შემსუბუქება