მსხალდიდის მეწყერი

პროექტის დეტალები

2021 წელს „კავკასუს საიენს ენჯინიერინგმა“ (CSE), SSF Ingenieure AG-თან თანამშრომლობით და „კავკასუს როუდ პროექტის“ (CRP) დაკვეთით, შეიმუშავა მსხალდიდის მეწყრის სტაბილიზაციის წინასწარი პროექტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. მეწყრის მასა, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 20,000 მ³ მოცულობის კლდის მასალას, ხშირი ნალექების დროს მრავალჯერ გააქტიურდა და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას რაც იწვევდა გზის ჩაკეტვას. CSE-ის გუნდმა განახორციელა დეტალური გეოტექნიკური კვლევები, მათ შორის საინჟინრო-გეოლოგიური რუქების შედგენა, UAV დრონით გადაღებები, სტრუქტურული გაზომვები, ბურღვითი სამუშაოები, სეისმური და ჰიდროლოგიური კვლევები. კვლევებმა დაადასტურა, რომ ზედაპირული დეფორმაციები უშუალოდ გზის დონესთან ახლოს მიმდინარეობდა კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა კომპლექსური გამაგრების კონცეფცია. ძირითადი ღონისძიებები მოიცავდა ბაგიროვანი ანკერით გამაგრებულ საყრდენ კედელს მიკროხიმინჯების ფუნდამენტით, მაღალი სიმტკიცის ფოლადის ბადესა და ნიადაგის ანკერებს ფერდობების სტაბილიზაციისთვის, ასევე სტრატეგიულ შემავსებელ სამუშაოებს რელიეფის პირვანდელი კონფიგურაციის აღსადგენად. დამატებით შემუშავდა სადრენაჟო სისტემა ნალექებისა და ჩამონადენის კონტროლისათვის, ხოლო გრძელვადიანი მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება ინკლინომეტრებით და სამშენებლო ზედამხედველობის Eurocode 7-ის სტანდარტების შესაბამისად. ეს პროექტი ნათლად წარმოაჩენს CSE-ის გამოცდილებას რთულ გეოლოგიურ პირობებში მეწყრული პროცესების მართვაში. თანამედროვე გეოტექნიკური ანალიზისა და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილებების შერწყმით, CSE-მ შეიმუშავა რეალისტური და მდგრადი სტაბილიზაციის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს გზის უსაფრთხო ექსპლუატაციას და ფერდობის გრძელვადიან სტაბილურობას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ გეოლოგიურ ზონაში.

დამკვეთიკავკასუს როუდ პროჯექტი
მდებარეობამცხეთა-მთიანეთი
აღწერაგეოტექნიკური კვლევა საპროექტო გადაწყვეტილებისთვის