პროექტის დეტალები
კავკასუს საენს ინჟინერინგ დაქირავებული იქნა Mestiachala Energy LLC-ის მიერ მესტიაჭალის ჰიდროელექტროსადგურისთვის, რომელიც მდებარარეობს სვანეთში, საქართველოს, მრავალფაზიანი ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგის, ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემის შესამუშავებლად და დასამონტაჟებლად. აღნიშნული ინიციატივა ეხება მუდმივ რისკებს, როგორიცაა მეწყერები, ქვათა-ცვენა და მყინვარების უკანდახევა, რომლებიც ვლინდება ჭალათის, ლეხზირის ხეობებში. ფაზა 0–1-ის (2023) ფარგლებში CSE-მ განახორციელა 2020 წლის საფრთხეთა შეფასების სრულყოფილი განახლება, რომელიც მოიცავდა საველე კვლევებს, უპილოტო საფრენი აპარატებით (UAV) შესრულებულ სამუშაოებს და სატელიტურ ანალიზს. CSE-მ ჩამოაყალიბა შრეობრივი მონიტორინგის სტრატეგია, რომელიც აერთიანებს AFRY Hydro DSS პლატფორმას, UAV-(დრონი) საფუძველიან დისტანციურ მონიტორინგს, ადგილზე განთავსებულ სადგურებეს, გეო-ტექნიკური ხელსაწყოებს და რადარული სენსორებს. ფაზა 2–3-ის (2024) პერიოდში დიზაინი გადავიდა პრაქტიკულ განხორციელებაზე. ადგილზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა LoRa მონიტორინგის სადგურებისა და ვიბრაციის სენსორების ოპტიმალური მდებარეობები ხეობებში. რეალურ დროში მონიტორინგი უკვე შესაძლებელს ხდის წყალდიდობების, ნაშალი მასების ჩამონადენის, ფერდობთა დესტაბილიზაციისა და ზვავების გამოვლენას, რაც უზრუნველყოფს რამდენიმე წუთიან წინასწარ გაფრთხილებას დაცვის ღონისძიებების გასატარებლად და პერსონალის ევაკუაციისთვის. აღნიშნული პროექტი ხაზს უსვამს CSE-ის გამოცდილებას მოწინავე გეოტექნიკური მონიტორინგის და საიმედო ადრეული გაფრთხილების სისტემების ინტეგრაციის მიმართულებით. კრიტიკული ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და პერსონალის დაცვით, ჩვენს მიერ შემუშავებულ სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიან მდგრადობაში.
