პროექტის დეტალები
ლეღვთახევის კანიონი, რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. 25-მეტრის სიმაღლის კლდოვანი კანიონი, თვალწარმტაცი ჩანჩქერებითა და ტურისტების მაღალი ნაკადით გამორეჩეულ ტერიტორიას მუდმივად ემუქრებოდა კლდიდან ქანების ჩამოშლის რისკი. ამ საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა „კავკასუს საიენს ენჯინიერინგს“ (CSE) დაუკვეთა კომპლექსური კვლევა და დაცვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ვიზიტორთა უსაფრთხოებას ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებასთან შეათავსებს. CSE-ის გუნდმა განახორციელა მრავალფაზიანი კვლევა, მათ შორის UAV დრონით გადაღებები, ფოტოგრამმეტრიული 3D მოდელირება, დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და კლდოვანი მასების ჩამოშლის მოდელირება. ამ მეთოდებით გამოვლინდა ათი კრიტიკული ჩამოშლის ზონა კანიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე, განისაზღვრა ქანების მოცულობა და ჩამოშლის პოტენციური ტრაექტორიები. მიღებული მაღალი სიზუსტის გეოინჟინერიული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა კანიონის რისკების ზუსტი გეოტექნიკური მოდელი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, CSE-მ შეიმუშავა კონცეპტუალური პროექტი. შეთავაზებული გადაწყვეტილებები მოიცავს ფოლადის ბადეებს დიდი ბლოკების სტაბილიზაციისთვის, ლოკალურ ქანების ანკერირებას და ფიქსაციას, ასევე კლდის ნაშალისგან დამცავ ბარიერებს, ტურისტულ ბილიკებსა და პლატფორმებისათვის. პროექტი შესრულებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ONR 24810, Eurocode 7) და სრულად მოდელირებულია 3D სივრცეში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტექნიკური საიმედოობა და მინიმალური ვიზუალური ზეგავლენა კულტურულ ლანდშაფტზე. ეს პროექტი ნათლად წარმოაჩენს CSE-ის უნარს, გააერთიანოს მოწინავე გეოტექნიკური ანალიზი და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილებები რთული ურბანული და მემკვიდრეობითი გარემოსთვის. ვიზიტორთა უსაფრთხოების გაზრდით და კანიონის უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებით, CSE ხელს უწყობს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობის უსაფთხოდ ფუნქციონირებას.
